პრეზიდენტი: ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელებში – პირველი გამოწვევა საქართველოა

ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპამ არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი.

„მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელებში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, და არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები