ირანის მთავრობის პრესსპიკერი: სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, პრობლემური ინდივიდია
ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა სტუდენტ გოგონაზე, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა.
პრესსპიკერის თქმით, გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
„ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, გოგონა პოლიციის განყოფილებიდან სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის მკურნალობა უტარდება.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალმა თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა.
უცხოური მედიის ცნობით, ამ ფორმით გოგონამ ირანში მოქმედი მკაცრი ჩაცმულობის კანონის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა.