აშშ-ის კონგრესის ისტორიაში პირველად, წარმომადგენელთა პალატაში ტრანსგენდერი აირჩიეს
„ენბისი ნიუსის“ ინფორმაციით, დელავერის შტატის სენატორი, დემოკრატიული პარტიის წევრი სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი გახდა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს.
ხმების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მაკბრაიდმა ხმების 58% მიიღო, ხოლო რესპუბლიკული პარტიის წარმომადგენელმა – 42%.
„დღევანდელი საღამო არის იმის დასტური, რომ დელავერელები კანდიდატებს ვაფასებთ მათი იდეების და არა იდენტობის მიხედვით“, – განაცხადა მაკბრაიდმა.
როგორც „ენბისი ნიუსი“ იტყობინება, სარა მაკბრაიდი აქტიურად უჭერს მხარს საკანონმდებლო ინიციატივებს თანასწორობის, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ.