“ევროკავშირის 12 სახელმწიფოს პარლამენტარები „არჩევნების გაყალბების საქმეზე”, ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ითხოვენ, საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა” – ნიკოლეიშვილი
“ევროკავშირის 12 სახელმწიფოს პარლამენტარები „არჩევნების გაყალბების საქმეზე,“ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება და ფაქტები არ გააჩნიათ, ითხოვენ, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ეს მოსყიდული სუბიექტები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, თუ რამდენად ეზიზღებათ ქართველი ხალხი, როგორ უნდათ მათი დასჯა”.
“როგორი პოლიტიკური მიკერძოების ზენიტში არიან, რომ არც კი ელოდებიან არანაირ გამოძიების შედეგებს, რომ აპრიორი ურცხვად აცხადებენ არჩევნების გაყალბების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ მათი ეს განცხადება, ფსევდოლიბერალური ევროპის პოლიტიკური იმპოტენციის ერთ-ერთ ბოლო გაფართხალება იქნება”, – წერს ნიკოლეიშვილი.