ზესტაფონში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ პრეზენტაცია გაიმართა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ წარადგინა.
პროექტის წარდგენას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა „არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში (მხცეთა–მთინეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი; სამცხე–ჯავახეთი) ხორციელდება. სამიზნე რეგიონების გარდა, საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბითაა დაგეგმილი.
წარდგენის დროს არაერთი შეკითხვა დაისვა, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობას და შემოვლითი გზის ახალ პროექტს უკავშირდება.
„პროექტის მიზანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია მიმდინარე პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ. პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.