საბერძნეთში ხანძარს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ათეულობით მოქალაქე (ფოტო,ვიდეო)

საბერძნეთში ათენის გარეუბანში ძლიერ ხანძარს კვლავ ებრძვიან. ქვეყანა ცეცხლის წინააღმდეგ საბრძოლველად ევროპულ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
ათენთან ახლოს, ტყის მასივზე ხანძარმა უკვე გადაწვა სულ მცირე 100 შენობა და 200-მდე ავტომობილი. ტყის ხანძრის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.
ცეცხლის ლოკალიზებას, სახანძრო სამსახურის 200-ზე მეტ თანამშრომლეთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეებიც ცდილობენ.
ქვეყანაში სტიქიის გამო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ბოსნიაში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა და სამშობლოში დაბრუნდა.
ტყის ხანძარი საბერძნეთში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, თუმცა ამ მომენტისთვის ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები