თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამინისტროებში მივიდა და უწყების თანამშრომლებს მინისტრები წარუდგინა.
დღეიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე უხელმძღვანელებს. ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეიდან ტიტე აროშიძემ დაიწყო საქმიანობა. ის დღემდე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. ბოლო დროს აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით მუშაობდა.
განახლებულ სამთავრობო გუნდში მინისტრების თანამდებობები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიასტრმა ინგა შამილიშვილმა, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეინარჩუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები