ინგლისში, მამაკაცმა სამი წლის ბავშვს სახეში მჟავა შეასხა – დამნაშავე დაკავებულია

სამი წლის ბავშვმა ქიმიური დამწვრობა მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლეთ ინგლისში, ქალაქ ვუსტერის მაღაზიაში უცხო პირმა მას სახეში მჟავა შეასხა. მცირეწლოვანი ბიჭი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სამართალდამცველებმა დამნაშავე პირები დააკავეს. დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევა მაღაზია Home Bargains-ში შაბათს, დღის საათებში მოხდა. ბავშვი იქ უფროსებთან ერთად იმყოფებოდა. ექიმებმა მას ხელის და სახის არეში ქიმიური დამწვრობის დიაგნოზი დაუსვეს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, დანაშაულს სამი ეჭვმიტანილი ჰყავს. ისინი მაღაზიის ვიდეო-სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. The Daily Mail-ის ცნობით, დანაშაულს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც ეჭვმიტანილები ბავშვზე თავდასხმამდე, მის სიახლოვეს დააფიქსირეს. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ვულვერჰემპტონის მკვიდრი 39 წლის მამაკაცია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვუსტერი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება. იქ დანაშაული პრაქტიკულად არ ხდება. თუმცა მთელს ქვეყანაში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები მჟავას. დანაშაულის ჩადენისას საკმაოდ ხშირად იყენებენ. მხოლოდ 2016 წელს, მხოლოდ ლონდონში მსგავსი თავდასხმის 350 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები