RMG-იმ დაბა კაზრეთში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია RMG-იმ დაბა კაზრეთში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა. 3 თვიანი სამშენებლო სამუშაოების შედეგად ადგილზე მოხდა ძველი კედლის დემონტაჟი და დაიწყო ახლის მშენებლობა, დაიგო ფილები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, რესტავრაცია ჩაუტარდა სამამულო ომში დაღუპულ გმირთა სტელას.
სკვერის კეთილმოწყობა RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მის სარეაბილიტაციო სამუშაოებში კომპანიამ 100 000 ლარი დახარჯა.
სკვერის გახსნას კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები