სააპელაციო სასამართლოში ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს, იყო თუ არა დასაბუთებული ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება რამდენიმე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შესახებ და რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოსამართლე.
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.