,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი: კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი – შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი
,,კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი – შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ზურაბ ძებისაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს.
„დამირეკეს საარჩევნო უბნიდან, მჭადიჯვრიდან და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, რატომ არ გამოცხადდი უბანზე და რატომ არ იღებ მონაწილეობას მორიგეობაშიო. მე განვუმარტე, რომ იმ დღეს ვერ ვახერხებდი, ვინაიდან რაღაც პატარა პრობლემა მქონდა, დავრეკავდი „ქართულ ოცნებაში“ და ვთხოვდი, რომ მივიდოდი მეორე დღეს. მან მითხრა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა დამერეკა, ვინაიდან მე „ქართული ოცნებიდან“ არ ვიყავი წარმომადგენელი კომისიაში და ვიყავი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან. მე მას ავუხსენი, რომ კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი“, – განაცხადა ზურაბ ძებისაშვილმა.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ის სქემები გააცნო, რომლებითაც, მისი განმარტებით „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს იპარავდნენ. კერძოდ, მდინარაძემ ერთ-ერთ სქემად „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩევლების სხვა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დარეგისტრირება დაასახელა.