პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება — ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციონერი ლიდერების კონსულტაციები გრძელდება.
შეხვედრა პრეზიდენტის მოწვევით, საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა.
ამ წუთებში, ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.
პრეზიდენტთან მათი აუდიენცია რამდენიმე წუთში დაიწყება.