ერდოღანი მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა კაცობრიობაზე დადებითად აისახება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი და პალესტინის საკითხის გარკვევა დასრულდება.

„ვულოცავ ჩემს მეგობარს, დონალდ ტრამპს, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი ბრძოლით გაიმარჯვა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი გახდა. ამ ახალ პერიოდში, რომელიც ამერიკელი ხალხისთვის არჩევნების შემდეგ დაიწყება, იმედი მაქვს, რომ თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები გაძლიერდება, ხოლო რეგიონული და გლობალური კრიზისები, ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება“, – დაწერა ერდოღანმა სოციალურ ქსელ X-ში.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ არჩევნები დადებითად აისახება თურქეთისთვის მეგობარ ამერიკულ მოსახლეობასა და ზოგადად კაცობრიობაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები