წესი-ურავის გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მიწა-კლდის ნაშალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
როგორც “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.