ირაკლი კობახიძე: ყველას, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს – ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ​ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“, -აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები