კახა კალაძე: ახალ სამშენებლო ნებართვებს არ გავცემთ, თუ არ იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები მითითებული

“ახალ სამშენებლო ნებართვებში, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, მაქსიმალურად იქნება მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამის გარეშე, არც ერთი ნებართვა არ გაიცემა”,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, ობიექტებს ამოწმებს.
კალაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.
“ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. 41-ე დებულება, რომელშიც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ, სწორედ ამას გულისხმობს და მიმართულია იმისკენ, რომ ახალ სამშენებლო ნებართვებში, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, მაქსიმალურად იქნება მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამის გარეშე, არც ერთი ნებართვა არ გაიცემა. ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს და ძირითადად, მხედველობაში მაქვს უკვე გაცემული ნებართვები. თუმცა მას შემდეგ, რაც მოვედით, მე გადმომეცა უფლებამოსილება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, 41-ე დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ეს ცვლილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას დაიწყებს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები