ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს

„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ – ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას ჩაუტარეს, სადაც მონაწილეობა ტირძნისის, ერგნეთისა და მეღვრეკისის სოფლის მოსახლეობამ მიიღო.
როგორც „კვირას“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციები აწარმოეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა. აქციაში მონაწილეობდნენ: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი.
გაისინჯა 80 პაციენტი, მათ ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, განესაზღვრათ გლუკოზა სისხლში. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა გასინჯული პაციენტები საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყო.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები