ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, დროებით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
როგორც “კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-დან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9 კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.