ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს რომ, მასიურად შეწყალების ფაქტი შესაძლოა, კრიმინალის ზრდაზე აისახოს

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების ბოლო აქტის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე კომენტარს აკეთებს, პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი. ის მიიჩნევს რომ მასიურად შეწყალების ფაქტმა შესაძლოა კრიმინალის ზრდაზე იქონიოს გავლენა.

„განმანათლებლები ამბობდნენ, რომ შეწყალების მასიურად გამოყენება, არის კანონთან უთანაბრობის წყარო და გაუნათლებელი ქველმოქმედება, რომელიც დაუსჯელობის დეკრეტირებას ახდენს. ანუ კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ამ ქმედების ხვედრითი წილი, ჩემი აზრით, იქნება ძალიან დიდი“,- აცხადებს ნაცვლიშვილი „იმედის კვირასტან“ საუბარში.

მისივე თქმით, თუ სრული და ობიექტური გამოძიებით დადგინდება, რომ პარლამენტის წევრმა ამნისტიის დროს, ან პრეზიდენტმა შეწყალების დროს ეს ანგარებით გააკეთა, ის უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ დევნას.

„ვინაიდან არ არსებობს დანაშაულისგან დანაშაულის ჩადენის თავისუფლება. მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოგვიწევს ამ პრაქტიკის გადახედვა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად“- დასძინა მან.

27 დეკემბერს, საახალწლოდ გიორგი მარგველაშვილმა სულ 187 პატიმარი შეიწყალა, აქედან 123 პირი საპატიმრო დაწესებულებიდან მთლიანად გათავისუფლდა, 64 მსჯავრდადებულს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები