პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს შესაძლოა, ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს

პირველი რესპუბლიკის დროშასა და გერბს შესაძლოა, ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი წინადადება საბჭოს წარმომადგენელმა, მამუკა გონგაძემ პარლამენტში დააყენა, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა.

“წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს – ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც უნდა იყოს დაცული სახელმწიფო დროშა“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.

დღეს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, გამოიფინა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. ამასთან, გამოიფინა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით არის გამოსახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები