მეუფე შიო: ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე

“ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ჩვენო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის ხსენება კესარიასი -კაბადოკიის დიდი მღვდელმთავთრისა, ბასილი დიდისა, ასევე, არის ახალი წელი ძველი სტილით, რომელსაც გილოცავთ. ყველა ამ დღესასწაულს გილოცავთ და გადმოგცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ, ჩვენ და სრულიად საქართველოს. ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების არაწმინდა გულისთქმის, ამაო მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით ჩვენ, რათა ჩვენი სული შეუერთდეს უფალს, გადარჩეს ჩვენი სული და ვიყოთ მარადიულად უფლის სიხარულში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები