ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36 – კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები