თბილისის მერი გენგეგმის დოკუმენტაციის გამოქვეყნებას 15 იანვარს გეგმავს

თბილისის მერი გენგეგმის დოკუმენტაციის გამოქვეყნებას 15 იანვარს გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიის ადმინისტრაცია გენგეგმასთან დაკავშირებით, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
კალაძე განმარტავს, რომ გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება, თბილისის მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე იყო ხარვეზები.
”ჩვენ ვგეგმავთ, რომ 15 იანვარს გამოვაქვეყნოთ ეს ყველაფერი და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, შესაბამისად, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სრულფასოვანი დოკუმენტი მივიღოთ, რადგან ქალაქის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ამ დოკუმენტზე”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ”სითი ინსტიტუტმა” 45 დღე ითხოვა.
”ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვართ მოწადინებული იმისკენ, რომ ეს დოკუმენტი იყოს სრულყოფილი”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება შენიშვნებს, კალაძის განმარტებით, ეს ეხება მთელ რიგ მიმართულებებს: ტრანსპორტს, ზონირებას და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები