კონსერვატორიაში XX საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება

ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ წელს უკვე მეოცედ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 5 – 28 დეკემბერს, გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წელს, „საახაწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში 11 ღონისძიება გაიმართება.
ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული, საორგანო, საკვარტეტო, სავიოლინო, ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის საღამოებს.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მონაწილეობენ:
მსოფლიოში აღიარებული პიანისტები: ევგენი კისინი და ბორის ბერეზოვსკი;
გრემის მფლობელი მუსიკოსი, მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი;
ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი;
დანიელა კაპიელო (სოპრანო), დარიო დი ვიეტრი (ტენორი);
ფოლკლორული ანსამბლი „შავნაბადა“;
შვეიცარიელი ორღანისტი რუდოლფ ლუტცი;
იტალიელი ჯაზ-პიანისტის ანტონიო ფარაოს კვარტეტი.
წლევანდელი საიუბილეო ფესტივალი ორ დიდ ქართველ ხელოვანს მიაგებს პატივს, Bravo Maestro! ცნობილ ქართველს მევიოლინეს, მარინე იაშვილსა და კომპოზიტორ სულხან ნასიძეს მიეძღვნება.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება.
საიუბილეო ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის განრიგი:

5 დეკემბერი, 19:00სთ – Bravo Maestro! – მარინე იაშვილის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
7 დეკემბერი, 20:00სთ – ჯაზის საღამო – ანტონიო ფარაოს კვარტეტი
10 დეკემბერი, 19:00სთ – ვოკალური მუსიკის საღამო – დანიელა კაპიელო (სოპრანო), დარიო დი ვიეტრი (ტენორი)
12 დეკემბერი, 19:00სთ – ფოლკლორული მუსიკის საღამო – ანსამბლი „შავნაბადა
16 დეკემბერი, 19:00სთ – სავიოლინო მუსიკის საღამო – გიდონ კრემერი
18 დეკემბერი, 19:00სთ – საორგანო მუსიკის კონცერტი – რუდოლფ ლუტცი
19 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ბორის ბერეზოვსკი
21 დეკემბერი, 19:00სთ – საკვარტეტო მუსიკის საღამო – ბოროდინის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი
23 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის საღამო – ევგენი კისინი
25 დეკემბერი, 19:00სთBravo Maestro! სულხან ნასიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
28 დეკემბერი, 19:00სთ – კონსერვატორიის საიუბილეო წლის გაცილება; მონაწილეობენ კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები