ისრაელმა ლიბანის სამხრეთით საჰაერო დარტყმების სერია განახორციელა

ისრაელის თვითმფრინავებმა და დრონებმა სამხრეთ ლიბანის დასახლებულ ტერიტორიებზე რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო (NNA) ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, ტირეს რეგიონში, სოფელ ბიადზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად არის მსხვერპლი“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ისრაელის თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხრეთ ლიბანში მდებარე მაარაქისა და ტულის ქალაქები. დრონმა ასევე დაბომბა შეჰაბიას ალ-მატალის რაიონი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის დრონები ბეირუთისა და მისი გარეუბნების თავზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები