ბრაზილიაში სიმაღლიდან გადახტომისას გოგონა დაიღუპა – მას გადახტომამდე ინსტრუქტორებმა თოკი არ დაუმაგრეს

ბრაზილიაში, სანტა-პაულუს შტატში, თოკით ხტომის დროს 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი დაიღუპა, წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხოების აღჭურვილობა არ იყო სწორად დამაგრებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა დაახლოებით 40-მეტრიანი სიმაღლიდან გადახტა, თუმცა დამცავი თოკი ან ჰარნესი სათანადოდ არ იყო დამაგრებული. შედეგად, ის მიწაზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

ბრაზილიის სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, საქმეს შესაძლოა დაუდევრობით გამოწვეულ მკვლელობად განიხილავდნენ.

ასევე მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც აღნიშნული აქტივობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ. ისინი დაკავებულნი არიან.

შემთხვევის გარემოებებს ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები