“ბრიუსელის დღის წესრიგი არის საომარი რიტორიკა და მზადება რუსეთთან დაპირისპირებისთვის” – ვატო შაქარიშვილი

“ბრიუსელის დღის წესრიგი არის საომარი რიტორიკა და მზადება რუსეთთან დაპირისპირებისთვის“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს “სურთ მხოლოდ მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანად გაჰყვებიან ბრიუსელის დღის წესრიგს”.

„გვეუბნებიან, რომ ჩვენი ნებით უნდა დავთმოთ ის, რისთვისაც თაობებს უბრძოლიათ და გავხდეთ ახალი საბჭოთა კავშირის წევრი, რაც არის დღევანდელი ევროკავშირი, რომელიც ახლა უკვე ღიად ადასტურებს, რომ ევროკავშირს არ სურს არც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, არც თანასწორუფლებიანი წევრიც კი. მათ სურთ მხოლოდ მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოები, რომლებიც მთლიანად გაჰყვებიან ბრიუსელის დღის წესრიგს.

ბრიუსელის დღის წესრიგი არის საომარი რიტორიკა დამზადება რუსეთთან დაპირისპირებისთვის“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები