“არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ სააკაშვილის გარეშე იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, კრახი გარდაუვალია მათთვის” – ირაკლი ჭეიშვილი

“არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ სააკაშვილის გარეშე იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, კრახი გარდაუვალია მათთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, “ნანუკა ჟორჟოლიანი რომ იქნება მაშველი რგოლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეგრესი და სტაგნაცია აქვს პარტიას”.

“ზოგადად, დაპირისპირების საგანი ყველამ კარგად ვიცით. “ნაციონალური მოძრაობა” თავისი ნანუკა ჟორჟოლიანებით და გაურკვეველი ჯგუფებით თუ უნდა იყოს ეს ფლაგმანი ამას დარწმუნებული ვარ ვერავინ ვერ შეეგუება, მაგრამ ზოგადად ჩვენთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ესენი ერთად იქნებიან თუ ცალცალკე კრახი გარდაუვალია.

ნანუკა ჟორჟოლიანი რომ იქნება მაშველი რგოლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეგრესი და სტაგნაცია აქვს პარტიას. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად, ამათი დაპირისპირებაც ლოგიკურია და თინა ბოკუჩავა იქნება თუ ნანუკა ჟორჟოლიანი ჩვენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა. უბრალოდ აქვთ კრიზისი და ფაქტობრივად დაშლილები არიან და სააკაშვილის სახელია მხოლოდ დარჩენილი,”- აცხადებს ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები