რატი იონათამიშვილი: იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა
“იუკნევიჩიენე პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს იმ ღირებულებებს, რასაც დაეფუძნა ევროკავშირი და ფაქტობრივად, ომის ტირაჟირებით და პროპაგანდით არიან დღეს დაკავებულები, რაც ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით ეს არ გვიკვირს იუკნევიჩიენესგან, რომელიც პირდაპირ გამოირჩევა საქართველოს მიმართ სიძულვილით და აგრძელებს იმ ტრადიციებს, სადაც ის დაიბადა. ის დაიბადა საბჭოთა კავშირში და როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი მისგან არასდროს წასულა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა, რომ უკრაინის ომის გამო დაიწყო გაფართოებაზე საუბარი და მანამდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება.