2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა
2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრები ამჯერად ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ზოგადი უნარებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების შესახებ ჩატარდა.
“ონლაინ შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტირების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. მათ ასევე შეეძლოთ კითხვების დასმა და საგნობრივი ექსპერტებისგან დეტალური განმარტებების მიღება.
ამ შეხვედრებით ცენტრმა დაასრულა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თემაზე ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომლის მიზანი აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მაქსიმალური გაზრდა იყო.
მიმდინარე წელს აბიტურიენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებმა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, ისტორიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ლიტერატურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების გამოცდების შესახებ.
შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა, რაც ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.