ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რამალას მახლობლად, პალესტინელების საპროტესტო აქციის დროს ჟურნალისტი დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
ადგილობრივი მოსახლეობა ახლად შექმნილ ებრაული დასახლების ფორპოსტს (outpost-ახალი, მცირე ებრაული დადახლება დასავლეთ სანაპიროზე) აპროტესტებდა. მათი განცხადებით, ფორპოსტი სოფლის მახლობლად მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებზეა განთავსებული და პალესტინელებს ამ ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მიწების დამუშავების შესაძლებლობა შეეზღუდათ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ინციდენტის შედეგად დაშავდა სულ მცირე ერთი ჟურნალისტი, რომელიც მოვლენებს აშუქებდა.
მედიის თანახმად, დასავლეთ სანაპიროზე ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა იზრდება, რასაც თან ახლავს პალესტინელებს, ისრაელის ძალებსა და დასახლებულთა ჯგუფებს შორის ხშირი დაპირისპირებები.