კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება
26 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის – გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგის მიერ აღზრდილი მსოფლიოს ვარსკვლავები, მათ შორის – ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, მიხეილ შეშაბერიძე, თეონა დვალი და სხვები, ასევე მომავალი თაობა.
გულიკო კარიაული 1975-1982 წლებში იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986 წლებში – საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985 წლებში – თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); 1982-2000 წლებში – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი);
1987-1988 წლებში გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012 წლებში ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში.