გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

22 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურს „ერთგულების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ქეთევან დუმბაძე ესწრებოდა.
კონკურსმა 8 საუკეთესო ნამუშევარი, მათ შორის კი, სამი მთავარი პრიზიორი გამოავლინა: I ადგილი – ლელა ცუცქირიძე; II ადგილი – ლევან ლორია; III ადგილი – იოსებ ჭუმბურიძე. სამივე პრიზიორს – პრემია „ერთგულება“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, დანარჩენი ხუთი საუკეთესო ნამუშევრის ავტორს კი, დიპლომები და სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოკლორული ანსამბლი.
გ. ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის“ ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება „ერთგულება“, გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები