პალმ – სპრინგსის ფესტივალზე „ჯინო” წლის საუკეთესო 3D ანიმაციური ფილმი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ პალმ – სპრინგსის ფესტივალზე ქართული ანიმაცია “ჯინო” წლის საუკეთესო 3D ანიმაციური ფილმი გახდა. ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
დავით კიკნაველიძის პირველი 3D ანიმაციის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთის ანსის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალზე შედგა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, 3D ფორმატში გადაღებული პირველი ქართული ანიმაცია „ჯინოს“ გაგრძელებას მაყურებელი მალე იხილავს.
სრულმეტრაჟიანი ანიმაცია „ჯინო“ კი  2020 წელს იქნება მზად.
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს. დავით კიკნაველიძე აცხადებს, რომ სრულმეტრაჟიანი ანიმაცია უფრო გლობალურად შეეხება ეკოლოგიის პრობლემებს სამყაროში და მოუწოდებს მაყურებელს, განსაკუთრებით პატარებს, რომ მოუარონ და გაუფრთხილდნენ გარემოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები