ლონდონში ლიზა ბათიაშვილის კონცერტი გაიმართება, რომელიც მისთვის საგანგებოდ შვედმა კომპოზიტორმა დაწერა

29 ნოემბერს, ლონდონის Barbican Hall-ში შეკრებილი საზოგადოება ქართველი ხელოვანის – ლიზა ბათიაშვილის შესრულებით მოისმენს შვედი კომპოზიტორის – ანდერს ჰილბორგის სავიოლონო კონცერტს, რომელიც მისთვის დაიწერა.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა ლონდონიდან აცნობა, BBC Symphony Orcestra და მისი მთავარი დირიჟორი საკარი ორამო ამ ნაწარმოების პრემიერით წარდებიან ბრიტანელი მასმენელის წინაშე.
„გამოჩენილი ფინელი დირიჟორი, ანდერს ჰილბორგის სავიოლინო კონცერტის გარდა, გენიალური თანამემამულის, იან სიბელუსის მეოთხე და მეექვსე (Symphony No4 in A minor, Symphony No6 in D minor) სიმფონიებსაც შესთავაზებს მსმენელს, სადაც წამყვან მევიოლინედ ასევე ლიზა ბათიაშვილი მოგვევლინება.
„ჰილბორგი უაღრესად მიმზიდველი კომპოზიტორია, რომელიც ნამდვილად კარგ მუსიკას წერს. მან იცის, როგორ შექმნას მელოდია, რომელიც უმალ აღიბეჭდება მეხსიერებაში. მე მოხარული ვარ, სტოკჰოლმის შარშანდელი მსოფლიო პრემიერის მერე, კიდევ ერთხელ შევასრულო ეს საოცარი, მუსიკალურად მდიდარი ქმნილება“, – ამბობს ქართველი მევიოლინე.
ლიზა ბათიაშვილის შესრულებას მსოფლიოს საუკეთესო დარბაზებში მუდამ მღელვარედ ელიან, რადგან მისი მონაწილეობა მუდამ იდუმალებას შეიცავს, როცა მუსიკის მაგიას თავის ნებაზე მიჰყვახარ და საკუთარ არსებობას გავიწყებს… იგი სკანდინავიური მუსიკის, განსაკუთრებით კი სიბელიუსის მართლაც უბადლოდ მგრძნობი და შემსრულებელია.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მას ანდრეს ჰილბურგის გარდა, ადრე ფინელმა კომპოზიტორმა მაგნუს ლინდბერგმაც მიუძღვნა ლიზას სავიოლონო კონცერტი“, – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები