ალექსანდრე ასათიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი“ ალექსანდრე ასათიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ალექსანდრე ასათიანის ხელოვნება – სხვადასხვა ფერის ლითონის ულამაზესი სინთეზი  მემკვიდრეა იმ ხელობისა, რომელსაც დასაბამი შუა საუკუნეების ევროპის სახელოსნოებში დაედო. ალექსანდრეს დამოკიდებულება მუშაობის მეთოდებისა და მასალის მიმართ, რომლითაც ის თავის საოცარ მინიატურებსა და კომპოზიციებს ქმნის, უაღრესად თანამედროვეა.
მინიატურების გარდა, ალექსანდრე ქმნის თანამედროვე სამკაულსაც, რომელიც მისთვის ობიექტია მაღალი ხარისხის საიუველირო ნაწარმსა და ხელოვნებას შორის. ეს არ არის ჩვეულებრივი ნივთი, რომელსაც ატარებენ, როგორც სამკაულს, არამედ ავტორის ინდივიდუალური ნიჭის გამოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს თანამედროვე კულტურაზე.
გამოფენა 25 და 26 ნოემბერს გაგრძელდება.
მისამართი: „ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი“, გალაკტიონ ტაბიძის 3/5 (თავისუფლების მოედანთან).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები