ნიკ ბეზემერის გამოფენა – „Frozen“ 9 დეკემბრამდე გაგრძელდება

გალერეა „ნექტარში“ 5 დეკემბრამდე მიმდინარეობს ნიკ ბეზემერის გამოფენა  “Frozen”. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ტარდება „არტისტერიუმ 2017“-ის ფარგლებში.
ნიკ ბეზემერის ახალი ნახატების მცირე სერია, როგორც მისი სხვა ნამუშევრების უმეტესობა, ეფუძნება ბუნებაში ცვლილებებზე დაკვირვებას. გამდნარი თოვლი, გაქვავებული მაგმა, სწრაფმავალი ჩრდილები და მოლიცლიცე წყლის ზედაპირი, მუდმივად ცვალებადი ფორმები გაყინულია მოხდენილ ხაზებში ფურცელზე. კონტურები ყოველთვის ემთხვევა ნატურას, თუმცა, აღწერს მოულოდნელი ფორმებისა და დეფორმაციების ფანტასტიკურ სამყაროს.
ღამით რაღაც იჭრება სქემაში, როგორც, ლოკოკინა ახლად დარგულ ბაღში. შავი შარა გაკვალულია მრავალი კვანძითა და აცდენით. არტისტი აკეთებს კვალის კოპიოს, შესაძლებელია ბუნების უშუალო სრულყოფილების შურით.
ნიკ ბეზემერი ცხოვრობს და მუშაობს ბაზელსა და როტერდამში. საქართველოში პირველად 2015 წელს გალერეა „ნექტარში“ გამოიფინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები