ანსამბლ „შავნაბადას“ ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელი გადაეცემა

14 ნოემბერს, 18:30 წუთზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ანსამბლ „შავნაბადას“ მასპინძლობს. როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, საღამოზე ანსამბლს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „შავნაბადა“ სტრასბურგში, დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მონაწილეობდა. ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდის წინაშე წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები