ხელოვნების სასახლეში თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

14 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში თანამედროვე ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიცია ცხრა ხელოვანის შემოქმედებას აერთიანებს და მასზე წარმოდგენილი იქნება: დავით გედევანიშვილის, გიორგი რურუას, ქეთევან მაისურაძის, გოჩა ბაღათრიშვილის, ზაურ გამყრელიძის, ალექსი კვერნაძის, ნოდარ ბადურაშვილის, ირაკლი ავალიშვილისა და ანა გაბრიაძის სხვადასხვა თემაზე შექმნილი საინტერესო ნამუშევრები.
გამოფენა განსაკუთრებულია როგორც ავტორთა სიმრავლით, ასევე მრავალფეროვანი ნამუშევრებით. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს, აქტუალურ თემებზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკულ ტილოები, სკულპტურები და შერეული ტექნიკით დამზადებული სხვადასხვა საინტერესო ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები