„ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს

ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმი აჩვენეს არგენტინასა და პერუში, ლა როშელში მაყურებლის პრიზი და სპეციალური აღნიშვნა (Special Mention) გადაეცა, პალერმოს კინოფესტივალზე Sole Luna კი, ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო მოიპოვა.
ამჟამად, ფილმი ალმატიში და ბუდაპეშტშია მიწვეული, სადაც რეჟისორი ალექსანდრე კვატაშიძეც გაემგზავრება.
ქართული დოკუმენტური ფილმი ომის ჟურნალისტებზე “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები