არქიტექტურის მუზეუმის როლი – გოეთეს ინსტიტუტში დოქტორ პიტერ შმალის საჯარო ლექცია გაიმართება

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორის, დოქტორ პიტერ შმალის საჯარო ლექცია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გერმანელი მეცნიერი არქიტექტურის მუზეუმების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
ლექციის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა არქიტექტურის მუზეუმის დანიშნულება, სპეციფიკა და ფუნქცია ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბზე. გერმანიის არქიტექტურის მუზემის მაგალითზე, რომელიც ამ დანიშნულებით პირველია მსოფლიოში, პიტერ შმალი ისაუბრებს საზოგადოებრივ მიდგომებზე, არქიტექტურის ახალ ფორმებსა და სფეროს ინსტიტუციონალიზაციაზე. ამასთანავე, წარმოადგენს არქიტექტურას, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთ დარგს.
ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე, თუმცა უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი.
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქ. 16 (საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები