ეროვნულმა არქივმა ახალი სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი პროექტი დაიწყო

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტი დაიწყო.
როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ეროვნულმა არქივმა დაიწყო სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.
პროექტის მიზანია, სტუდენტებმა განივითარონ სამეცნიერო კვლევის ჩვევები, დაეუფლონ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაწერონ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.
პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნული არქივი ორ გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს, რომელიც გამოქვეყნდება ელექტრონული ან ბეჭდური სახით.
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული არქივიც უერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები