გამოფენა: „გზაჯვარედინი – საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება” გაიმართება

14 ნოემბერს, 17:00 საათზე, გამოფენა: „გზაჯვარედინი – საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ეძღვნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 100-მდე ექსპონატი. მათ შორისაა XIX-ХХ საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე მხატვრების – შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, მაქს ტილკეს, ვანო ხოჯაბეგოვის, ოსკარ შმერლინგის, რიჰარდ ზომერის, ილია ზანკოვსკის, ბორის რომანოვსკის, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, ვასილი შუხაევის და სხვათა ფერწერული ტილოები. ასევე, სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს.
გამოფენა ეწყობა პროექტის – „რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
გამოფენა, რომელიც  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით იმართება, 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები