რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქმა“ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მიიღო

რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა „მზის ქალაქი“ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ლისტოპად“ „ფიპრესის“ გრან-პრი და ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
როგორც „კვირას“  ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ფილმი „მზის ქალაქი“ ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს.
„მზის ქალაქი” ასახავს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, მათ ოცნებებსა და ბედს ერთ დროს გრანდიოზული საბჭოთა არქიტექტურის და ტექნოლოგიური მიღწევების აჩრდილების ფონზე. თითოეულ გმირს აქვს თავისებური ხედვა ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები