„შავნაბადას“ ისტორიული ტურნე სტრასბურგში დასრულდა

 7-10 ნოემბერს,  ანსამბლმა “შავნაბადამ” სტრასბურგში, დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 10 ნოემბერს კი, სტრასბურგის რობერტსოს პროტესტანტულ ეკლესიაში გამართა კონცერტი.
როგორც „კვირას“ ანსამბლში განუცხადეს, კონცერტს დიპლომატებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.  სტუმრებს „შავნაბადას“ კომპაქტ-დისკის შეძენაც შეეძლოთ.
“შავნაბდა”, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით, სკოლის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა.
8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში, ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარდგა. ეს იყო მართლაც, ისტორიული კონცერტი.
შემდეგ, სტრასბურგის ხსენებულ  ტაძარში გაიმართა აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ”შავნაბადას” სოლო კონცერტი.
სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია, რომელიც “შავნაბადამ” ევროპის საბჭოს სასახლეში საზეიმოდ შეასრულა. შესრულდა ხალხური სიმღერები და ჯ. კახიძის „მრავალჟამიერი“. პერფორმანსი დაიწყო აფხაზური სიმღერით.
ანსამბლის მესვეურნი დიდ მადლობას უხდიან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას და მის ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს თანადგომისათვის, ასევე, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ევროპის საბჭოში და ელჩს, ირაკლი გივიაშვილს; ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას და ამ პროექტის ყველა მხარდამჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები