„ქარჩხაძის გამომცემლობა“ თბილისის წიგნის დღეებზე ორი განახლებული გამოცემით წარდგება

11 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, „ექსპოჯორჯიაში“, „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ დავით გურამიშვილის „დავითიანის“ სასწავლო გამოცემის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობაში განუცხადეს, ეს გამოცემა შედგენილია პარალელური ტექსტების პრინციპით. წიგნის მარცხენა გვერდზე მიდის ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ – თანამედროვე პროზაული ტექსტი. ასეთი გამოცემა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს „დავითიანის“ სწავლებას სკოლებში, ხოლო, მეორე მხრივ,  ქართული ლიტერატურითა და ისტორიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაუბრკოლებლად აღიქვას ამ გამორჩეული შედევრის ძირითადი ტექსტი. თანამედროვე პროზაული ტექსტის ავტორია ლეილა ბერიაშვილი.
ამავე დღეს ჯემალ ქარჩხაძის „იგის“ წარდგინებაც გაიმართება. კლასიკად ქცეული ნაწარმოების განახლებული გამოცემა კოტე სულაბერიძის ასევე კლასიკად ქცეული ილუსტრაციებით არის გაფორმებული.
წიგნებს წარადგენენ: ზაალ ჩხეიძე და კახა ჯამბურია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები