„ექსპოჯორჯიაში“ პოლონური ილუსტრაციის გამოფენა და წიგნის წარდგინება გაიმართება

პოლონური დიზაინის კვირეულის ფარგლებში, „ექსპოჯორჯიაში“  19 პოლონელი ილუსტრატორის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ეს ნამუშევრები შესულია წიგნში: Patryk Mogilnicki. Nie ma się co obrażać. Nowa polska ilustracja. გამომცემლობა: Karakter,  კრაკოვი, 2017.
წიგნის წარდგინება, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ექსპოზიციას „ნუ გაბრაზდებით“ – ახალი პოლონური ილუსტრაცია“ ჰქვია და  მისი დათვალიერება 9-12 ნოემბერს, 11:00-20:00 საათის ფარგლებში შეუძლია მსურველს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნში შესულია 400-ზე მეტი ილუსტრაცია და მათ შორის ილუსტრატორთა ავტოპორტრეტები. გამოფენაზე წარმოდგენილია 19 ილუსტრატორის ნამუშევრები.
პატრიკ მოგილნიცკიმ 22 ახალგაზრდა პოლონელ ილუსტრატორს შესთავაზა, საუკეთესო ნამუშევრების წიგნში განთავსება,  მათთვის მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყაროების შესახებ საუბარი და  მკითხველისთვის მუშაობის თავისებურებების გაზიარება.
წიგნს წარმოგვიდგენს და მასზე ისაუბრებს გამომცემელი პრჟემეკ დებოვსკი.

ილუსტრატორები არიან: კაროლ ბანახი, დომინიკ ციმერი, ბარბარა ძიადოცსი, ზოსია დერჟავსკა, ანია გოჟჩინსკა, დანიელ გუტოვსკი,  გოსია ჰერბა, ტიმეკ იეზერსკი, იზაბელა კაშმარეკ-შჩურეკი, იან კალვეიტი, ბარტეკ არობალ კოჩემბა, მიხალ ლობა, აგატა მარსალეკი, პაველ მილდნერი, პატრიკ მოგილნიცკი, ოლა ნიეპსუი, მაჩიეი სენჩუკი, მარიანა შტიმა, მაგდა ვოლნა.

მისამართი: „ექსპოჯორჯია“, მე-5 პავილიონი.
წერეთლის გამზ. 118

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები