ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს – ფოტორეპორტაჟი

Exif_JPEG_420

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ცნობილი პირები დაესწრნენ.
მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრეს.
სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  საქართველოს მწერალთა კავშირის მესვეურები: მაყვალა გონაშვილი, რევაზ მიშველაძე, ბაღათერ არაბული; მწერლები: ერეკლე საღლიანი, მაკა ჯოხაძე, მუსიკოსი და ფოლკორისტი ანზორ ერქომაიშვილი, პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი, პოეტის ქალიშვილი – თამარ ჩარკვიანი და სხვები…

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები