„ექსპოჯორჯია“ პოლონური გრაფიკული დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს

პოლონური გრაფიკული დიზაინის კვირეულს, 9-12 ნოემბერს, თბილისის წიგნის დღეების ფესტივალის ფარგლებში, „ექსპოჯორჯია“ უმასპინძლებს.
პოლონური გრაფიკული დიზაინის კვირეული ტარდება თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრთან პარტნიორობით.
როგორც „კირას“ ორგანიზატორება განუცხადეს, პროგრამა მოიცავს გამოფენებსა და საჯარო ლექციებს, როგორიცაა: „ნუ გაბრაზდებით“, ახალი პოლონური ილუსტრაცია – გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია; პოლონური ილუსტრირებული წიგნის გამოფენა; ოლა ნიეპსუი: „როგორ ვიყოთ ილუსტრატორი“ – საჯარო ლექცია; პრჟემეკ დებოვსკი: „უსასრულო ამბავი, ანუ როგორ მოვაწყოთ საკუთარი პატარა დამოუკიდებელი გამომცემლობა“ – საჯარო ლექცია; რენე ვავჟკევიჩი: მოდერნისტული გრაფიკული სიმბოლოები კომუნისტურ პოლონეთში 1945 – 1969 წლებში – საჯარო ლექცია.
პროექტის პოლონელი მონაწილეები საქართველოში იქნებიან: ოლა ნეპსუი, პშემეკ დენბოვსკი, რენე ვავჟკევიჩი.
არის პროექტი, რომელიც სისტემატურად ხორციელდება ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში საერთაშორისო ფესტივალების, კონფერენციების და ვიზუალური ხელოვნებისადმი მიძღვნილი სხვა კულტურული ღონისძიებების დროს და წარმოადგენს პოლონურ გრაფიკულ დიზაინს დიზაინის პრაქტიკოსების და თეორეტიკოსების მიერ წარმოდგენილი ლექციების, ტრენინგების, მასტერკლასების, დისკუსიების და გამოფენების მეშვეობით.
პოლონური გამოყენებითი გრაფიკის საერთაშორისო აღიარება პოლონური პლაკატის სკოლას უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის 50-ან და 60-ან წლებში წარმოიშვა და პოლონეთში კომუნისტური სისტემის დაშლამდე შესანიშნავად ვითარდებოდა. 90-ანი წლების პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ტრანსფორმირების შედეგად პოლონური გრაფიკული პროექტირების სკოლა რეკლამისა და მარკეტინგის აგრესიული ენის დომინაციის ქვეშ მოექცა. ხელახლა აყვავების შანსი პოლონურ გრაფიკულ დიზაინს 2000 წლიდან მიეცა, როდესაც პოლონეთში სტაბილური ეკონომიკა ჩამოყალიბდა, რამაც პოლონელ დიზაინერებს ახალი თავისუფალი ბაზრის რეალობაში პროფესიონალიზამის განვითარების შესაძლებლობა მისცა.
დღეს პოლონური გრაფიკული დიზაინის სცენა ძალიან დინამიკურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებაში, სფეროსა და სტილში. „Polish Graphic Design Week”-ის მიზანია წარადგინოს პოლონური გამოყენებითი გრაფიკის უახლესი და ხშირად უცნობი სახე და თანამედროვე ტრენდები: თანამედროვე ტიპოგრაფია, საბავშვო ილუსტრაცია, ექსპერიმენტალური ვებდიზაინი, ინფორმაციის პროექტირება, სარედაქციო გრაფიკა, ბრენდინგი კულტურის სფეროში, ურბანული აქტიურობა და ჟურნალისტიკა, გამომცემლობითი საქმიანობა და პოლონური დიზაინისადმი მიძღვნილი გამომცემლობები.
თანამედროვე დიზაინერები და თეორეტიკოსები გვთავაზობენ პოლონური დიზაინის ორიგინალურ ენას, რომელიც არა მხოლოდ ეყრდნობა და შთაგონებას იღებს პოლონური პლაკატის სკოლიდან, არამედ გვთავაზობს სრულიად ახალ ხედვას ვიზუალურ კომუნიკაციაზე.
პროექტის კურატორი და კოორდინატორია: რენე ვავჟკევიჩი; პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი კიევში, პოლონური ინსტიტუტი მინსკში, პოლონეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ხარკოვში, School of Form პოზნანში. პროექტი თანადაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები