ვარძიაში თამარ მეფის ფრესკის რეაბილიტაცია დასრულდა

ვარძიაში თამარ მეფის ფრესკის რეაბილიტაცია დასრულდა. „ესეც ვარძია. მადლობა ჩვენს (სამხატვრო აკადემიის) რესტავრატორებს“, – წერს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ რესტავრირებული ფრესკა ახლა უკეთესია, ვიდრე ხანძრამდე იყო.
„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასეთ შედეგს მივიღებდით. როდესაც ვამბობდი, რომ აღდგენილი ფრესკა იმაზე უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ხანძრამდე იყო მაკრიტიკებდნენ, ახლა შედეგის ნახვა ყველას შეეძლება. ეს არის ის შედეგი, რასაც მე ველოდი და სხვები არ ელოდნენ“,- განუცხადა  „პირველ არხს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვარძიის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები მუშაობდნენ, რომელსაც ნანა ყურაშვილი ხელმძღვანელობს.
ერთწლიანი მუშაობის შედეგად სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მისული და მომავალი წლის გაზაფხულში მთლიანად დასრულდება.
ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები